ფინეთის, როგორც NATO-ს წევრის ხელმძღვანელობით, პირველი მასშტაბური საზღვაო წვრთნები ჩატარდა

ჩატარდა პირველი მასშტაბური საზღვაო წვრთნები, რომელსაც ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი ხელმძღვანელობდა. სწავლებაში ფინეთის არმიის, NATO-ს რამდენიმე მოკავშირისა და შვედეთის დაახლოებით 4000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. ინფორმაციას NATO ავრცელებს.


400-ზე მეტ რეზერვისტს, რომლებიც სწავლებაში მონაწილეობდნენ, საგანგებო მდგომარეობის დავალებების შესრულების უნარ-ჩვევები გაუუმჯობესდათ. წვრთნების დასრულებასთან დაკავშირებით, 31 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, სამხრეთ-დასავლეთ ფინეთისა და უუსიმაას (რეგიონი ფინეთის სამხრეთ ნაწილში) გზებზე საერთაშორისო და ფინური ძალები გადაადგილდებოდნენ.

გარდა ამისა, წვრთნების დასრულებასთან ერთად, NATO-ს მუდმივმოქმედი ნაღმების საწინააღმდეგო ჯგუფი SNMCMG1 (ექვსი ხომალდი) პირველიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, პირველიდან 6 დეკემბრამდე კი, ბრიტანეთის RFA Mounts Bay. პორტის ვიზიტს განახორციელებენ.