ისრაელს დღეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დელეგაცია ეწვევა.
თეთრ სახლის განცხადებით, დელეგაციის წევრები ისრაელელ კოლეგებს შეხვდებიან და ომის შემდგომი პერიოდის ღაზის სექტორზე ისაუბრებენ.
დელეგაციას უხელმძღვანელებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფილიპ გორდონი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან კამალა ჰარისის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ილან გოლდენბერგი და სხვა პირები.
აშშ-ის დელეგაცია შეხვდება ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს, ცაჰი ჰანეგბის, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრს რონ დერმერს, და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს.