კობა გვენეტაძე უზბეკეთში IMF-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის პოსტი დაიკავა. შესაბამის ინფორმაციას გვენეტაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.


“უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ. შევხვდებით ტაშკენტში,” – წერს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, კობა გვენეტაძე 2023 წლამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტად, 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2002-2015 წლებში, სავალუტო ფონდში (IMF), ვაშინგტონში. უფროს ეკონომისტად მუშაობდა.