აღმოსავლეთ ევროპაში ქარის უდიდესი ელექტროსადგური უკრაინაში ამოქმედდება

უკრაინაში აღმოსავლეთ ევროპაში ქარის უდიდესი ელექტროსადგური ამოქმედდება. ამის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.

პროექტი 2025 წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად.

უკრაინის DTEK Group-მა და Vestas-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შესახებ -  პროექტს მხარს უჭერენ ევროკომისია, უკრაინისა და დანიის მთავრობები. ჯამური ინვესტიცია 650 მილიონ ევროს აღემატება. ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 მეგავატი იქნება. DTEK მზადაა, მეორე ეტაპის მშენებლობა 2024 წლის მეორე კვარტალში დაიწყოს, მის დასრულებას კი, 2025 წლის ბოლოსთვის ელის.