ვოლოდიმირ ზელენსკი: პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს

უკრაინამ პარტიორებისგან ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„ჩვენს პარტნიორებთან დადებული მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეთანხმებების შესრულება გრძელდება. ჩვენ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ასევე ახალი, თანამედროვე საზენიტო სისტემები მივიღეთ. ჩვენი მეგობრების მადლობელი ვარ,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას ზრდის.

„თავდაცვის შიდა წარმოების გასაზრდელად ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოაქვს. პირველად თვეში ექვსი Bohdana-ს საარტილერიო სისტემის დონემდე ავედით და ჩვენ შესაძლებლობების გაზრდის შემდგომ გზებს ვხედავთ,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.