ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ბოლივიაში აშშ-ის ელჩად მსახურობდა, დააკავეს.
AP-ს ცნობით, 73 წლის მანუელ როჩა, მაიამიში პარასკევს, პირველ დეკემბერს FBI-ს ხანგრძლივი გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლის საჩივრის საფუძველზე დააკავეს.
მას კუბის მთავრობის სასარგებლოდ, აგენტად მუშაობაში ადანაშაულებენ. წყაროების ცნობით, საქმის შესახებ მეტი დეტალი, სავარაუდოდ, ორშაბათს, სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი.