ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ მიიღოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნეპალის მთავრობის განცხადებით, მისი ექვსი მოქალაქე, რომელიც რუსეთის ჯარში მსახურობდა, სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა.
„ნეპალის მთავრობამ რუსეთის მთავრობას მათი ცხედრების დაუყოვნებლივ დაბრუნება და მათი ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა სთხოვა,“ - აცხადებს ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ნეპალის საგარეო უწყების ცნობით, ნეპალის ერთი მოქალაქე უკრაინაში ტყვედ ჩავარდა და მის გასათავისუფლებლად მთავრობა დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებს.