ფინეთი უკრაინის შეიარაღებისთვის ჭურვების წარმოების გაზრდას გეგმავს

ფინეთი გეგმავს, უკრაინის შეიარაღების მიზნით, საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება უახლოეს რამდენიმე კვირაში გაზარდოს. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა ფინურ გაზეთ Iltalehti-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელებს ფინეთი საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას უკრაინის შეიარაღებისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა და განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, შობამდე მიიღება.

მისივე განცხადებით, „ამჟამად გამოქვეყნებულია გეგმა საბრძოლო მასალის წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ. მიზანია უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე.“


შეგახსენებთ, ევროკავშირს, უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა გაზაფხულზე გამოაცხადა სამფაზიანი გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, თუმცა წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ამ მოცულობის გეგმების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გეგმა ევროკავშირისთვის კვლავ პოლიტიკურ მიზნად რჩება.