თურქეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა ისრაელელი კოლეგები გააფრთხილეს, რომ თუ ისინი შეეცდებიან თურქეთის ტერიტორიაზე „ჰამასის“ წევრებს თავს დაესხან, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მანამდე ისრაელის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა, რონენ ბარმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, გაანადგურონ „ჰამასი“ ნებისმიერ ტერიტორიაზე, მათ შორის ლიბანში, თურქეთსა და კატარში.
სააგენტო ციტირებს ოფიციალურ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თურქეთმა საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური ორგანიზაციების წევრების უკანონო საქმიანობა აღკვეთა და რომ არცერთ უცხოურ სადაზვერვო სააგენტოს არ აქვს უფლება, თურქეთის ტერიტორიაზე ოპერაციები განახორციელოს.