პოლიტიკა
ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14-მა წევრმა პარტია დატოვა. შესაბამისი განცხადება გააკეთა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ. ბრიფინგს ესწრებოდა საკრებულოს ყველა ის წევრი, ვინც პარტია დატოვა. ასევე, პარტია დატოვეს, საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებმა.
მაია კალანდიამ აღნიშნა, რომ პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული მმართველობა, რამაც განაპირობა მათი გადაწყვეტილება. პარტია დატოვეს – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კომისიების თავმჯდომარეებმა და ფრაქციის თავმჯდომარემ.
ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ სულ 22 წევრი იყო.