საფრანგეთმა „ჰამასის“ ლიდერის აქტივები გაყინა

საფრანგეთმა „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, იაჰია სინვარის აქტივები 6 თვით გაყინა.

ის ისრაელზე 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის დამგეგმავად მიიჩნევა.


ბრძანება, როემლიც საფრანგეთში 30 ნოემბერს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა, ძალაში დღეს, 5 დეკემბერს, შევიდა.

რა რაოდენობის აქტივებია გაყინული, ჯერ არ გასაჯაროებულა.