მსოფლიო ბანკი უკრაინას 1,2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

უკრაინამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ახალი პროექტის დაწყების შესახებ, სახელწოდებით "ინვესტიცია სოციალურ დაცვაში ჩართულობის, მდგრადობისა და ეფექტურობისთვის (INSPIRE)", რომელიც ქვეყანაში სოციალური დახმარების 29 პროგრამას დააფინანსებს.

ამის შესახებ უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.


თანხები გადაეგზავნება სახელმწიფო ბიუჯეტის გენერალურ ფონდს და დაეხმარება 2023-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური დახმარების 29 პროგრამის დასაფინანსებლად.