დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერა არ შემცირდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ ლონდონის მხარდაჭერა უკრაინისადმი მომავალ წელს არ შემცირდება. მან აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაუწია ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება 4,7 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე (სულ რაღაც 6 მილიარდ დოლარზე ნაკლები) და გააგრძელებს დახმარებას. ქემერონის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 4,6 მილიარდი ფუნტის (დაახლოებით 5,7 მილიარდი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარება გაუგზავნა და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.


ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე რთული ვითარებაა, მაგრამ უკრაინელებმა რუსები შავ ზღვაში უკუაგდეს.

ლორდთა პალატაში დასმულ კითხვას, თუ რამდენს დახარჯავს დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებაზე 2024 წელს, ქემერონმა უპასუხა, რომ მას ეს მაჩვენებელი ხელთ არ აქვს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარდაჭერა იქნება ისეთი მასშტაბით, როგორიც ადრე იყო.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა სჭირდება უკრაინას.

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ქემერონის პირველი სამუშაო ვიზიტი უკრაინაში 16 ნოემბერს შედგა.

დევიდ ქემერონი თანამდებობის დაკავების შემდეგ ვაშინგტონში, პირველ ვიზიტით 6 დეკემბერს ჩადის.