უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ  რუსულ ბომბდამშენი SU-24М გაანადგურეს.

„რუსული სუ-24მ ბომბდამშენი ცდილობდა თავდასხმას ოდესის რეგიონის სამხრეთით,“ - წერს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 323 თვითმფრინავი და 324 ვერტმფრენი რუსეთის საოკუპაციო არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.