„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ.
თეთრი სახლის ცნობით, ვირტუალურ შეხვედრას იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა გაუძღვება და უკრაინის პრეზიდენტი პირველ ნაწილს შეუერთდება.
უკრაინის საკითხის გარდა, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ახლო აღმოსავლეთის, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ისაუბრებენ.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.