უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე.
უმეროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ძალებს ფრონტზე თავდაცვის სამი ხაზი აქვთ და ახლა უკრაინის სამხედროები მეორე და მესამე ხაზებს შორის იმყოფებიან.
„ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ტერიტორიის 50%-ის დეოკუპაცია, ჩვენ რუსეთს ჩვენს მიწაზე ვამარცხებთ, დავიბრუნეთ ტერიტორია, გავათავისუფლეთ ის. ახლა კი 2024 წლის გეგმა გვაქვს“, - განაცხადა რუსტემ უმეროვმა.