YouTube Premium-ი საქართველოშიც ხელმისაწვდომია

YouTube პრემიუმ ვერსია საქართველოშიც ხელმისაწვდომია, სერვისი დღეს, 6 დეკემბერიდან ჩაირთო.

ფასიანი სერვისი მომხმარებლებს უფასო, სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით, რიგ უპირატესობას სთავაზობს. ესენია: ვიდეობის რეკლამის გარეშე ყურება; ვიდეობის ფონურ რეჟიმში ყურება – მაგალითად, სმარტფონში, ვიდეო არ გამოირთვება მაშინაც კი, როდესაც სხვა აპლიკაცია გაქვთ ჩართული. ფასიანი ვერსია ასევე გვთავაზობს YouTube Music-ის სერვისს, რომელშიც მილიონობით მუსიკალური კომპოზიცია შედის.


სულ ხელმისწავდომია სამი პაკეტი:

სტუდენტური – თვეში 10.29 ლარი;
ინდივიდუალური – 17.49 ლარი;
საოჯახო (ექვსი მომხმარებლისთვის) – 33.29 ლარი.

YouTube Premium მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგია.