სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯოშ ჰაკი, რომელიც საქართველოს მეორე დღეს, ვიზიტით სტუმრობს, სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში პოლიტიკის საკითხებს ზედამხედველობს ბლინკენის უწყებაში. მანამდე ის სამხრეთ ევროპის საქმეთა მიმართულებით ოფისის დირექტორად მუშაობდა. მისი სამუშაო სფერო მოიცავდა კვიპროსს, საბერძნეთს, მალტასა და თურქეთს. საგარეო სამსახურში მოღვაწეობის დაწყების შემდეგ ის საზღვარგარეთ მსახურობდა შანხაიში, ტოკიოში, სოფიაში, რანგუნში, ტაიპეისა და ჰონგ კონგში.
ჯოშუა ჰაკი ვაშინგტონში ასევე მუშაობდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, ჩინეთისა და კორეის საქმეთა ოფისებშიც. მას ასევე ეკავა აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, კურტ კემპბელის შტაბის უფროსის პოზიცია.
განათლება
ჯოშუა ჰაკი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ბოლონიის, იტალიის ჯონს ჰოპკინსის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლის სერთიფიკატი. და ბოლოს, უცხო ენების გრაფაში მითითებულია, რომ ჰაკი საუბრობს, ჩინურ, იაპონურ, ბირმულ და ბულგარულ ენებზე.
ასევე გაეცანით:
- რა საკითხებზე ესაუბრნენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს
- ჯოშუა ჰაკის ვიზიტისას, აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა განიხილება
- რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ და პრემიერ-მინისტრმა