უნგრეთში აშშ-ის ელჩმა უნგრეთის მთავრობა NATO-ს მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფის გამო გააკრიტიკა

უნგრეთში აშშ-ის ელჩმა უნგრეთის მთავრობა NATO-ს მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფის გამო გააკრიტიკა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დევიდ პრესმანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფა აშკარაა, როცა პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეხვევა და იმუქრება, რომ უკრაინისთვის საჭირო დახმარებას შეაჩერებს.


„დღეს ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მოკავშირეს, რომელიც NATO-ს ეყრდნობა და თავს კომფორტულად გრძნობს, ასევე, უგულებელყოფს მოკავშირეებისა და ჩვენი ალიანსის ინტერესებს, მათ შორის ევროპაში ომის დროს,“ - განაცხადა პრესმანმა.

ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ახლა უნგრეთი ვითარდება, როგორც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, რაც კომპანიებს ადგილზე წარმატებული ბიზნესის წარმართვის საშუალებას აძლევს.