დიდმა ბრიტანეთმა რუსეთში სამხედრო ტექნიკის ექსპორტიორებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას რუსეთში სამხედრო ტექნიკის ექსპორტიორები დაამატა.

დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში სამხედრო და ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები, ბელარუსიდან, ჩინეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და უზბეკეთიდან მოხვდნენ. სანქციები შეეხო ოთხ იურიდიული პირს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომლებიც რუსეთს ნავთობზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.


დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში ასევე შეიყვანა რუსეთიდან 31 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც თვითმფრინავების და რაკეტების წარმოებასთან და ძირითადი ელექტრონული კომპონენტების იმპორტთან არიან დაკავშირებულნი.