„ჩვენ გვქონდა პირველი პროდუქტიული დისკუსია პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მომავლის შესახებ,“ ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში ჩასვლის შემდეგ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 6 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენს შეხვდა.
„გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება რეგიონში, ისტორიულ შესაძლებლობებს შექმნის,“ - აღნიშნა ო'ბრაიენმა შეხვედრის შემდეგ.
მანამდე ალიევი აცხადებდა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს.