აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ილჰამ ალიევს შეხვდა ბაქოში. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ, ოფიციალური წყაროებიდან გახდა ცნობილი, მხარეებმა შუა დერეფნის კონცეფციაზეც ისაუბრეს.
ილჰამ ალიევმა მიუთითა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და კასპიისა და შავ ზღვაში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია განახლებადი ენერგიის პოტენციალის განვითარებაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ რეგიონში შეიქმნა ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პარტნიორობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ სფეროში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებზე ისაუბრა. თავის მხრივ, ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის კონცეფციის განვითარებას.