აშშ-მ რუს ჯარისკაცებს ამერიკელის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულისთვის ბრალი პირველად წაუყენა

აშშ რუს ჯარისკაცებს უკრაინაში ამერიკელის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულში ადანაშაულებს. CNN-ის ცნობით, ოთხ რუს ჯარისკაცს ბრალი წაუყენეს. ამერიკული მედია ფედერალური სასამართლოს დალუქული დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ხსენებული ჯარისკაცები რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს უკრაინაში ცხოვრობდნენ.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის სოფელ მაილოვეში, ამერიკის მოქალაქე სახლიდან ძალადობრივად გაიტაცეს და სავარაუდოდ, სცემეს, აწამეს რუსეთის სამხედრო კომპლექსში, სადაც ის 2022 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.


რუსი ჯარისკაცების მიერ აღძრული საქმე პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ ათწლეულების წინანდელი კანონი გამოიყენა. კანონი მიზნად ისახავს იმ ადამიანების დევნას, ვინც სამხედრო დანაშაულს ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადის.

აშშ-ის კანონმდებლობით, ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.