ისრაელმა ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა მიიღო

ისრაელში მე-200 სატვირთო თვითმფრინავით ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ჩავიდა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

აშშ-ის ცნობით, ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დაწყებიდან, 7 ოქტომბრის შემდეგ, აშშ-მ ისრაელში 10 000 ტონა სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა, მათ შორის ჯავშანტექნიკა, შეიარაღება, ჯარისკაცების დამცავი აღჭურვილობა, სამედიცინო მარაგი, საბრძოლო მასალა და სხვა.


პირველი ამერიკული სატვირთო თვითმფრინავი ისრაელში 11 ოქტომბერს ჩავიდა. აშშ ისრაელის უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერია, რომელიც ყოველწლიურად, ისრაელს 3,8 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას უგზავნის.