გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, გრანტ შეპსი მიმდინარე კვირაში ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს ეწვევა.
ის ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს.
მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო მუშაობს იმისთვის, რომ გამოინახოს საუკეთესო გზა დახმარების სწრაფად მიწოდებისთვის. ეს მოიცავს ვარიანტებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. გრანტ შეპსი, ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და ისრაელის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.
ის ასევე შეხვდება პალესტინის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ ზიად ჰაბ ალ-რეჰს, რათა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების შესახებ ესაუბროს.
„მიმდინარე კვირაში ჩემი ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა განვიხილო მცდელობები, რათა დაჩქარდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის და ყველა დარჩენილი მძევლების გათავისუფლება,“ - აცხადებს გრანტ შეპსი.