ვენესუელა-გაიანის საზღვართან სამხედრო ვერტმფრენი გაუჩინარდა

ვენესუელა-გაიანის საზღვართან სამხედრო ვერტმფრენი გაუჩინარდა. ვერტმფრენის ეკიპაჟის ორ წევრს, ხუთი სამხედრო ოფიცერი სასაზღვრო ზონის შესამოწმებლად გადაჰყავდა. შესაბამის ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

გაიანის ხელისუფლების ცნობით, სამხედრო ვერტმფრენი ვენესუელის საზღვართან გაუჩინარდა, თუმცა არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მასზე შეტევა განხორციელდა.

3 დეკემბერს, ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი.