ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანს ესაუბრა. კალასი წერს, რომ სატელეფონო საუბრისას განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება.
„ევროპული საბჭოს სამიტის წინ მე ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროკავშირის გაფართოება ასევე არის ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა," - წერს კალასი.