ოლექსი დანილოვი: ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს არ დავთმობთ - ხელახლა დავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყოველი დღე რთულია, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილის შემდეგ, უკრაინა იზრდება და ძლიერდება. მისივე განცხადებით, უკრაინა უარს არ იტყვის საკუთარი მიწის არცერთ ნაწილზე, მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა მხარს სხვა ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტებს.


„სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ, სად და როგორ მისცა ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი სახელმწიფოს დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არც ერთ ნაჭერს და არ ვაპატიებთ არც ერთი მოკლულის ან დასახიჩრებულის გამო. ჩვენ ვკონცენტრირდებით და გამოვიტანთ დასკვნებს, ხელახლა დავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას,“ - აღნიშნა დანილოვმა.