ქემერონი: თუ პუტინის აქ არ შევაჩერებთ, ის მეტისთვის დაბრუნდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი Sky News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა, საჭიროა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ფოკუსირება. ქემერონის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის "ჩვენი თაობის ბრძოლა", რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას მთელ კონტინენტზე.

„ჩვენ ვიცით პუტინის შემთხვევაში, თუ მას აქ არ შევაჩერებთ, ის დაბრუნდება მეტისთვის და ამერიკის მტრები გაიხარებენ," - განაცხადა ქემერონმა

ქემერონი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ აშშ განიხილება, როგორც "ნაკლებად სანდო" მოკავშირე, თუ კონგრესი მრავალმილიარდიანი უსაფრთხოების პაკეტის წინსვლას მხარს არ დაუჭერს.