თეთრმა სახლმა აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზებს შორის „თანამშრომლობისა და ერთობლივი წარმოების“ გაძლიერების გეგმების შესახებ გამოაცხადა. აშშ-უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზის კონფერენციაზე 350-ზე მეტი წარმომადგენელი აშშ-დან, უკრაინიდან და ევროპული ინდუსტრიდან ვაშინგტონში შეიკრიბა, რათა გაეუმჯობესებინათ თანამშრომლობა და წარმოება აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის კომპანიებს შორის და გაეზარდათ იარაღის მთლიანი წარმოება.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკითხში "სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს მრჩეველის ჩართვას გეგმავს, რათა მხარი დაუჭიროს და დააჩქაროს უკრაინის გადასვლა თავსებად სამხედრო ძალებზე, ებრძოლოს კორუფციას და მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები კრიტიკულ ინდუსტრიებში.“
გარდა ამისა, ახალი გეგმები მოიცავს უწყებათაშორის "უკრაინის გარიგების გუნდს", ასევე "თანაწარმოებას და ტექნიკური მონაცემების გაცვლას." უწყებათაშორისი გუნდი შედგება თავდაცვისა და ვაჭრობის დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც მხარს დაუჭერენ და წარმართავენ პოტენციურ გარიგებებს და საექსპორტო მოთხოვნებს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის.
მონაცემთა გაცვლა უფრო კონკრეტულად დააკმაყოფილებს ოპერატიულ საჭიროებებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, შეკეთებას და შენარჩუნებას და კრიტიკული საბრძოლო მასალის წარმოებას, ასევე „გააადვილებს საინვესტიციო გარიგებების სწრაფ მოძრაობას.“
თავდაცვის დეპარტამენტი და ინდუსტრიის პარტნიორები ასევე მიაწვდიან უკრაინას შესაბამის ტექნიკურ მონაცემებს FrankenSAM-ის პროექტების ადგილობრივი შიდა წარმოების დასაწყებად, „რომლებიც ცდილობენ, გაააქტიურონ უკრაინის მემკვიდრეობითი საჰაერო თავდაცვის სისტემები გარკვეული დასავლური საბრძოლო მასალის ინტეგრირებით.“
ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როცა სენატში უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაიბლოკა. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ „ფსონები ძალიან მაღალია.“