- სენატს მოვუწოდებ, მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ |ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს განარჯვების უფლება არ უნდა მიეცეს. შესაბამისი ვიდეო და პოსტი სოციალურ ქსელებში ბაიდენის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მან 6 დეკემბერს “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„ვიცი, რომ უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია… მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, თუ რას გააკეთებს აშშ. ვფიქრობ, უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, რას გააკეთებს დანარჩენი მსოფლიო; იაპონია, რომელიც უკრაინას ახლა უჭერს მხარს? რას გააკეთებენ NATO და G7?
ჩვენ თუ განზე გავდგებით, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს. ამიტომ, სენატს მოვუწოდებ, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება - მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს, პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს. თავისუფლებას დაუჭიროს მხარი,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა.