საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი F-15SA-ების ფლოტის ერთ-ერთი გამანადგურებელი სასწავლო მისიის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.
სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ შეჯახება რუტინული სასწავლო ფრენის დროს მეფე აბდულაზიზის საჰაერო ბაზაზე, დაჰრანში მოხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.
მსგავსი ინციდენტებ ივლისსა და გასული წლის ნოემბერშიც დაფიქსირდა.