პოლონეთმა 24 მცირე ბირთვული რეაქტორის მშენებლობა დაამტკიცა

პოლონეთმა 24 ახალი მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო. ვარშავა ცდილობს, შეამციროს მისი წიაღისეული საწვავის გამოყენება.

მთავრობამ განაცხადა, რომ მიზნად ისახავს განახლებადი და ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის აშენებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად და სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.