IMF: უკრაინას ფინანსური და საგარეო ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, 2024 წელს სულ მცირე $42 მილიარდი დასჭირდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა, რომ უკრაინას ფინანსური და საგარეო ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად 2024 წელს მინიმუმ 42 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება საგარეო მხარდაჭერა. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სავალუტო ფონდის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ჯული კოზაკმა განაცხადა.


2024 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ქვეყანას დაახლოებით 42 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება. საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირის, შეერთებული შტატების და G7-ის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ფისკალური და საგარეო სტაბილურობის გზაზე. სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინას პარტნიორებისგან დაახლოებით 42 მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.