პოლონეთი უკრაინიდან ჩატანილ Leopard-ის ტიპის ტანკების მორიგ პარტიას შეაკეთებს

Leopard-ის ტიპის ტანკების კიდევ ერთი პარტია უკრაინიდან მიტანილი პოლონეთში, თავდაცვის კომპანიის Bumar-Łabędy-ის სარემონტო ცენტრთან გლივიცეში (სამხრეთ პოლონეთი) შესაკეთებლად ჩაიტანეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე პოლონური მხარე იტყობინება.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტანკები პოლონეთში შესაკეთებლად ჩაიტანეს. კერძოდ, ოქტომბრის დასაწყისში Leopard 2-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია შეკეთდა და უკრაინაში გაიგზავნა. 23 ივლისს პოლონეთში ამ ტიპის ტანკების შეკეთების ცენტრი ამოქმედდა.