შოლცი გერმანიის პირველი კანცლერია, რომელმაც ბერლინში ხანუქას დღესასწაულზე მენორა აანთო

ხუთშაბათს ოლაფ შოლცი გახდა გერმანიის პირველი კანცლერი, რომელმაც ბერლინში აანთო ცენტრალური მენორა ებრაელებისადმი სოლიდარობის ნიშნად. სიმბოლური ცერემონიის დროს, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, გერმანიის კანცლერმა, რომელსაც კიპა ეხურა, პირველი სანთელი რაბინ იეჰუდა ტეიხტალთან ერთად აანთო.


„ეს სიმბოლოა იმედისა და ოპტიმიზმის, რაც ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ,“ - განაცხადა შოლცმა.

თავის გამოსვლაში მან „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.