ოკუპირებულ ყირიმში გაზსადენი იწვის

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის გაზსადენზე ხანძარია. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ქერჩის ერთ-ერთ რაიონში იწვის გახეთქილი მილიდან ამოსული გაზი, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.


ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა აქ ხშირია დრონებით შეტევები, რასაც რუსეთი „კიევის რეჟიმის მიერ ტერაქტების მცდელობას“ უწოდებს.

2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს.