ბაიდენის შვილს ახალი ბრალი წაუყენეს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟს, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს ახალი ბრალი წაუყენა. გამოძიების ცნობით, ჰანტერ ბაიდენმა 1,4 მილიონი დოლარის გადასახადები არ გადაიხადა. საუბარია 2016-2019 წლების პერიოდზე.

თეთრ სახლს ახალ ბრალდებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


პროკურორების მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჰანთერ ბაიდენმა საზღვარგარეთ საქმიანი გარიგებების შედეგად 7 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი, მათ შორის, უკრაინის გაზის კომპანია Burisma-ს დირექტორთა საბჭოში მუშაობისთვის მიიღო.

დოკუმენტში ჩამოთვლილია თანხები, რომლებსაც ჰანტერ ბაიდენი ხარჯავდა ძვირადღირებული სასტუმროების, ავტომანქანების, ტანსაცმლის, ფუფუნების სხვა საგნებისა და მეგობარი ქალებისთვის.

2023 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს ბრალი წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის, რასაც ჰანთერ ბაიდენი არ აღიარებს.