ცნობილი უკრაინელი მსახიობი რუსეთთან ომში მიყენებული ჭრილობების შემდეგ გარდაიცვალა

ცნობილი უკრაინელი მსახიობი ვასილი კუხარსკი რუსეთთან ომში მიყენებული ჭრილობების შემდეგ გარდაიცვალა.

ინფორმაცია პოდოლის თეატრის გვერდზე გავრცელდა.

ცნობილია, რომ რუსეთის სასტიკი შემოჭრის პირველივე დღიდან ვასილი კუხარსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებს შეუერთდა. 21 სექტემბერს კი, რეჟისორმა ოლეს სანინმა განაცხადა, რომ კუხარსკი ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და კიევის საავადმყოფოში სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის იმყოფებოდა.