FT: ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რუსული გაზის იმპორტის დაბლოკვის უფლებას მიანიჭებს

ევროკავშირი ემზადება, რომ წევრ ქვეყნებს უფლებამოსილება მიანიჭოს, დაბლოკონ რუსული გაზის იმპორტი მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების შეზღუდვის მიზნით, იტყობინება Financial დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით. 


როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი მიზნად ისახავს 2027 წლისთვის რუსული წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებას, ევროკავშირის რამდენიმე წევრი კვლავ დიდად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტმა რუსეთიდან წელს რეკორდულ სიმაღლეებს მიაღწია.

„ევროკავშირის მიერ მომზადებული სამართლებრივი ტექსტი საშუალებას მისცემს წევრ ქვეყნებს, აუკრძალონ რუსულ და ბელორუსულ კომპანიებს გაზსადენებსა და LNG ტერმინალებში სიმძლავრის შეძენა,“ წერს Financial Times.

„ეს საშუალებას მისცემს ევროპულ ენერგეტიკულ ფირმებს გააუქმონ კონტრაქტები რუს მომწოდებლებთან გადასახადის გადახდის გარეშე,“ განუცხადა გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.


პროექტს, სავარაუდოდ, წევრი ქვეყნების და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მოგვიანებით, 8 დეკემბერს დაამტკიცებენ. ეს ღონისძიება ბრიუსელის სტრატეგიის ნაწილია, რათა ბლოკის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება შეამციროს. 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ მიაღწია ნაბიჯებს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაში, ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა უნგრეთი და ავსტრია,  დიდწილად კვლავ რუსულ იმპორტს ეყრდნობიან.