ავსტრალია Bushmaster-ის ტიპის ჯავშანტექნიკას უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის სამხედრო დახმარების ნაწილად მიიჩნევს. უკრაინაში ავსტრალიის ელჩის, ბრიუს ედვარდსის თქმით, კიდევ უფრო მეტი ჯავშანმანქანა უკვე გზაშია. ელჩმა განმარტა, რომ უკრაინისთვის ახალი ტექნიკა 25 დეკემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენ ერთეულზეა საუბარი.
ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ავსტრალიამ უკრაინას 20 Bushmaster-ი, საერთო ჯამში $38 მილიონის ღირებულების ტექნიკა გადასცა. გადაწყვეტილების დამტკიცებას და ტრანსფერის დაწყებას მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა. 2022 წლის ოქტომბრისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ავსტრალიამ დამატებით, 30 Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანა გაგზავნა უკრაინაში.