ვლადიმირ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან კრემლში, გმირების დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
პუტინის ამჟამინდელი უფლებამოსილებები 2024 წლის 7 მაისს სრულდება. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის ჩანიშნული.