გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მიწოდების შესახებ, რომელიც, კერძოდ, საბრძოლო მასალისა და სადაზვერვო თვითმფრინავებს მოიცავს.
ახალ პაკეტში შედის:
250 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა;
სადაზვერვო კომპლექსი LUNA NG;
10 VECTOR სადაზვერვო დრონი სათადარიგო ნაწილებით;
სასაზღვრო პატრულის ექვსი მანქანა;
რვა Zetros სატვირთო მანქანა;
100 000 პირველადი დახმარების ნაკრები და წამალი;
70 მმ კალიბრის 70 ავტომატური ყუმბარმტყორცნი;
შეგახსენებთ, რომ კიევში ვიზიტისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ეს პაკეტი, სხვა დახმარებასთან ერთად, ასევე მოიცავს დამატებით ოთხ IRIS-T-SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, ასევე, 20 000 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.