ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისადმი უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას სჯერა, ევროკავშირი უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას შეასრულებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამ კვირაში კრიტიკულად მნიშვნელოვან ხმებს ველოდებით უკრაინის უმაღლესი რადასგან - ზოგიერთ მათგანზე დღეს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. ეს ეხება როგორც იმას, რასაც ჩვენგან მოელიან კრედიტორებთან ურთიერთობაში, ასევე იმასაც, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მომზადების ფარგლებში.
ჩვენი პრიორიტეტია ყველა იმ გადაწყვეტილების სრულად განხორციელება, რაც აუცილებელია უკრაინის ევროპულ გზაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი შეასრულებს უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.