უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება IOC-ს გადაწყვეტილების საპასუხოდ მოუწოდებს ყველა პარტნიორს, მკაცრად დაგმონ „ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის ოლიმპიურ პრინციპებს."
კულებას თქმით, კრემლი ყველა რუს და ბელორუს სპორტსმენს გამოიყენებს, როგორც იარაღს თავის პროპაგანდისტულ ომში და სწორედ ამას „აუნთო მწვანე შუქი“ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.
„საბოლოოდ კრემლი ყველა რუს და ბელორუს სპორტსმენს გამოიყენებს, როგორც იარაღს თავის პროპაგანდისტულ ომში," - წერს კულება სოციალურ ქსელში.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან.