უკრაინის გენშტაბი: თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები ექვს სექტორში მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მთელი დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ჯარებს შორის 77 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერი წარუმატებლად უტევს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკისა და ზაპორიჟიეს სექტორებში.

მისივე თანახმად, ოპერატიული ვითარება უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში კვლავ რთულია. მტერმა 27 სარაკეტო შეტევა განახორციელა.

„სივერშჩინის და სლობოჟანშჩინის სექტორებში, მტერი ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას სასაზღვრო ზონაში, ახორციელებს აქტიურ დივერსიულ მოქმედებებს. დაახლოებით 15 დასახლება მოექცა მტრის საარტილერიო და ნაღმტყორცნების დაბომბვის ქვეშ.


კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის ცხრა თავდასხმა ხარკოვის ოლქის სინკივკასა და ივანივკის რაიონებში. ლიმანის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსული ძალების შეტევა. ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის 10 შეტევა დონეცკის ოლქის ბოჰდანივკის, ივანივსკეს, კლიშჩიივკასა და ანდრიივკის რაიონებში.

მარინკის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას დონეცკის ოლქის კრასნოჰორივკის, მარინკის, პობიედის და ნოვომიხაილივკის რაიონებში, სადაც აგრესორმა 20 წარუმატებელი შეტევა განახორციელა უკრაინელი დამცველების პოზიციებზე. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 დეკემბრამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 337 220 რუსი დამპყრობელი, მათ შორის 990 ოკუპანტი 7 დეკემბერს,“ - ნათქვამია გავრცელევულ ინფორმაციაში.