საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) უკრაინაში მისიას გაგზავნის, რათა "უკრაინის საჭიროებების იდენტიფიცირება მოახდინოს.“
საუბარია თავისუფალი ნავიგაციის უფლების განხორციელებაზე.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე რუსეთს, რათა ძირი გამოეთხარა ნავიგაციის თავისუფლებისთვის,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ჰუმანიტარული ტვირთის მოძრაობა უკრაინის შავი ზღვის პორტებში და მის გარეთ დაბლოკა.