დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის სასამართლო სისტემის 17 წევრის მიმართ, მათ შორის მოსამართლეების, პროკურორებისა და გამომძიებლების წინააღმდე სანქციები, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში მონაწილეობის გამო დააწესა.
სანქცირებული პირები პოლიტიკური აქტივისტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების და უფლებადამცველების წინააღმდეგ საქმეებში მონაწილეობდნენ.
ბელოურის ორგანიზაციის - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის 157-ე ადგილზეა. The World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, ბელორუსმა 142 ქვეყანას შორის 104-ე ადგილი დაიკავა.