ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი უკრაინა კვლავ იბრძვის რუსული ძალების მოსაგერიებლად მას შემდეგ, რაც კრემლმა უკანონო შეჭრა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო. BBC წერს, რომ უკრაინამ გააოცა მსოფლიო, როდესაც მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სრული დაპყრობა აიცილა თავიდან. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა ვერ გააგრძელებს იმავე გზას სხვა ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე. ამის შესახებ საუბრობს უკრაინის პირველი ლედი BBC-სთან ინტერვიუში, რომელიც ბრიტანულმა მედიამ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა. ბეჭდურ ვერსიაში კი ასევე მიუთითა ტოპ-10 ქვეყანა, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება გაუწიეს.
პირველ ადგილზეა აშშ $46,3 მილიარდით; მეორეზე - გერმანია $1,18 მილიარდით; მესამეზე - დიდი ბრიტანეთი $6,9 მლიარდით. ეს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებია.