საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, კარბაიას სიცოცხლე ემსხვერპლა ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას. ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა. სამწუხაროა, რომ ასეთი მოვლენები ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავზეც ხდება,“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.